2021 წლის 19 ივნისს, 11 საათიდან, CENN გიწვევთ სოციალური და მწვანე საწარმოების გამოფენაზე!
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მასშტაბით მოქმედი ისეთი საწარმოები, რომლებიც მუშაობენ სოციალური და გარემოს დაცვითი მიმართულებებით და ატარებენ განსაკუთრებულ ღირებულებას ახალგაზრდების განვითარების ხელშემწყობ, მდგრადი ტურიზმის განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის დარგებში.დამთვალიერებლებს ექნებათ შესაძლებლობა, ადგილზე გაიცნონ 56 სხვადასხვა საწარმო და დააგემოვნონ და შეიძინონ ეკოლოგიურად სუფთა, ადგილობრივი წარმოების საინტერესო პროდუქცია.სტუმრებისათვის ადგილზე იქნება შეთავაზებული მასტერკლასები ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებაში, ხატვაში, იოგაში და სხვ.შემოგვიერთდით 19 ივნისს, 11 საათიდან, Expo Georgia-ს გარე საგამოფენო სივრცეში, მე-3 პავილიონის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გამოფენა ტარდება CENN-ის მიმდინარე პროექტების ფარგლებში: "ტყის მდგრადი მართვა კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის განვითარებისათვის", რომელიც დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (ADC) მიერ; "ციფრული კავკასია", რომელიც ხორციელდება USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს, ეკონომიკური განვითრების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროექტის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, და "EU4Youth – საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისთვის", რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.