სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსი!
კონკურსის მიზანია: საქართველოს მასშტაბით მხარი დაუჭიროს მოქმედ სოციალურ საწარმოების საქმიანობის გაფართოებას და განვითარებას, რომლებსაც უკვე აქვთ ხელშესახები სოციალური გავლენა და ეკონომიკური შემოსავლები.
კონკურსში ასევე დაიშვება კოვიდ (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ახალ რეალობასთან გამკლავების და კრიზისის დაძლევის მიზნით შემოსული განაცხადები.
სრული ინფორმაცია იხილეთ: https://bit.ly/3wyyEoJ
დაინტერსებული პირებისთვის 21 ივნისს 11 საათზე ტარდება სემინარი და საკონსულტაციო შეხვედრა!
11:00 – 11:45 სოციალური მეწარმეობა და სოციალური გავლენა;
12:00 – 12:45 სოციალური საწარმოს განვითარების და გაფართოების ეტაპები;
13:00 – 14:00 საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო კონკურსის ტექნიკურ და შინაარსობრივ საკითხებზე;
სემინარსა და საკონსულტაცო შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ რეგისტრაცია გაიარეთ შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/2TwLlBU
კონკურსი ცხადდება პროექტ "სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის" ფარგლებში.