გამოცხადდა ახალი საგრანტო კონკურსი სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში!
გაქვს ინოვაციური, საინტერესო და სოციალურ ცვლილებაზე ორიენტირებული იდეა?
გსურს შექმნა მდგრადი სოციალური საწარმო და დაიწყო დადებითი გავლენის მქონე საქმიანობა?
გჭირდება დამატებითი რესურსები საწარმოს დაფუძნებისთვის?
მაშინ, ეს საგრანტო კონკურსი ამ შესაძლებლობას გაძლევს!
კონკურსში მონაწილეობისთვის ვიწვევთ სასტარტო (Start-up) ეტაპზე მყოფ და ახალ სოციალურ საწარმოებს, საინიციატივო ჯგუფებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიე
კონკურსი ცხადდება პროექტის "სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით.