დაიწყო აპლიკაციების მიღება პროექტისთვის: ,,ქალ ბიზნესმენთა საქმიანობის გაციფურლება Covid-19 -ის საპასუხოდ".
პროექტი მოიცავს 6 თვეს და მისი მიზანია აჭარის რეგიონში მოქმედი ქალ ბიზნესმენთა საქმიანობის განვითარებისა და ეკონომიკური მდგრადობის ამაღლების ხელშეწყობა მათი საქმიანობის გაციფრულების გზით.
შერჩეული ბენეფიციარები გაივლიან პრაქტიკულ კურსს :10 დღიან ტრენინგს 4 ძირითად თემატიკაზე:
1.სოციალური ქსელის მართვა ბიზნესისთვის (როგორ შევქმნათ ბიზნეს გვერდის სოციალურ ქსელში, როგორ ვმართოთ ბიზნეს გვერდი, ბიზნეს მენეჯერის მართვა, როგორ შევქმნათ სწორად კონტეტნტი, მომხმარებელთან ურთიერთობა);
2.ონლაინ გაყიდვები (როგორ შევქმნათ ონლაინ მაღაზია სოციალურ ქსელში, როგორ გავაკეთოთ სწორი რეკლამა სოციალურ ქსელში, როგორ გავყიდოთ პროდუქცია ნაკლები დანახარჯით, პარტნიორობა და სპონსორობა ბიზნესში);
3. ბიზნეს გეგმის შედგენა ( სტანდარტულ ფორმატთან ერთად განიხილება ბიზნეს მოდელის ტილო);
4. ფინანსები არაფინანსისტებისთვის ( ბიუჯეტის შედგენა ბიზნეს გეგმისთვის; საგადასახადო კოდექსის მიმოხილვა; მოგება-ზარალის უწყისი, ხარჯთაღრიცხვა, პროდუქციის თვითღირებულების და რეალიზაციის ფასის დადგენა);
ტრენინგების გავლის შემდეგ, ბენეფიციარებისთვის:
• მოხდება ბიზნესის ბრენდინგი/რებრენდინგი;
• თითოეული ბენეფიციარისთვის შეიქმნება ონლაინ მაღაზია მათი პროდუქციის რეალიზაციისთვის.
პროექტის ბოლოს შეიქმენა ადგილობრივი ბიზნეს Networking-ი, სადაც გაწევრიანდებიან როგორც ბენეფიციარები, ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და წლის მანძილზე ბიზნესის განვითარების მიზნით განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ :
აჭარის რეგიონში რეგისტრირებულ ბიზნესებს, რომლებიც დაფუძვნებულია ქალთა მიერ ან ხელმძღვანელობენ ქალები;
აჭარის რეგიონში მცხოვრები თვითდასაქმებული ქალები;
აჭარის რეგიონში მცხოვრები ქალი სტარტაპერები
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც დამწყებ, ასევე განვითარებად ბიზნესებს, როგორც წარმოება-ვაჭრობის, ასევე მომსახურების სფეროდან.
მონაწილეობა უფასოა!
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 10 აგვისტო;
აპლიკანტთა შერჩევა : 11 აგვისტო - 15 აგვისტო;
ტრენინგების კურსი: 20 აგვისტო - 11 სექტემბერი.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია
https://forms.gle/HviqYjirGgMwdB5k6
პროექტს ახორციელებს ,,ახალგაზრდები საზოგადოებრივი ინტერესებისთვის".
პროექტი დაფინანსებულია ,,ქალთა ფონდი საქართველოში"-ს მიერ Women's Fund in Georgia