ძირითადი მოვალეობები:
ორგანიზაციის კომუნიკაციის სტრატეგიისა და თითოეული პროექტის კომუნიკაციების გეგმის განხორციელება;
ონლაინ სივრცეში ორგანიზაციის ხილვადობაზე ზრუნვა: ორგანიზაციის ვებგვერდისა და სოციალური ქსელებისთვის (Facebook, Twitter, Instagram) კონტენტის მომზადება; ორგანიზაციის ვებგვერდის მართვა; ორგანიზაციის ცნობადობის ამაღლების მიზნით, სოციალური მედიაკამპანიების დაგეგმვა- განხორციელება;
პროდუქტის დიზაინი და გამოქვეყნება:ორგანიზაციის ვიზუალური მასალების, ვიდეორგოლებისა და ბრენდირებული პროდუქტების შექმნა-გავრცელების კოორდინირება; ორგანიზაციის პუბლიკაციების დიზაინის, დაკაბადონებისა და ბეჭდვის კოორდინირება.
მედიასთან ურთიერთობა: პრესრელიზების მომზადება; მედიასთან კომუნიკაცია და მათი საკონტაქტო მონაცემთა ბაზის მომზადება; ინტერვიუების დაგეგმვა, კოორდინირება;
ღონისძიებები და პროექტები: სოციალურ ქსელებში ღონისძიების ხილვადობაზე ზრუნვა; მედია გაშუქება; რეპორტაჟების შეგროვება; მედიახილვადობის ანგარიშის მოსამზადებლად, შესაბამისი მონაცემების შეგროვება.
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
სამუშაო საათები: 11:00 – 18:00 საათი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) ელექტრონულ მისამართზე.
ამასთან, გამოგვიგზავნეთ ნებისმიერი დამატებითი მასალა, რომელიც დაადასტურებს თქვენს გამოცდილებას აღნიშნული პოზიციის მიმართულებით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გასაუბრება განხორციელდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან
CV გამოგზავნეთ info@youthcouncil.ge-ზე.
ბოლო ვადა: 2021 წლის 20 აგვისტო.
დეტალები იხილეთ დანართ დოკუმენტში.