💥საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაცია აცხადებს #ვაკანსიას_გრანტების_მენეჯერის_პოზიციაზე.
🔵- თუ, ხართ სტუდენტი ან 30 წლამდე მოტივირებული, აქტიური და კრეატიული ახალგაზრდა და გაინტერესებს მოხალისეობრივი საქმიანობა;
🟢- თვლით, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი და გსურთ ხელი შეუწყოთ ამ პროცესს;
🟣- გინდათ იყოთ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და 38 ქვეყანაში არსებულ წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობაში ჩაერთოთ;
🟠- გაქვთ სურვილი მიიღოთ გამოცდილება და მოხალისედ ჩაერთოთ გრანტების მოზიდვასთან დაკავშირებული პროექტების ხელმძღვანელობაში;
🔴-Აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა!
Რას გთავაზობთ ჩვენ?
✅-მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაციაში მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
✅-საზღვარგარეთ სტაჟირების შესაძლებლობას;
✅-მოგებული გრანტებიდან პროცენტულ ანაზღაურებას;
✅-ადგილობრივ და საერთაშორისო სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორებთან თანამშრომლობას;
✅-გრანტის წერის მიმართულებით სამუშაო გამოცდილების შეძენას;
✅-მეგობრულ გარემოსა და მოქნილ გრაფიკს.
📌ვაკანსია მოხალისეობრივ საქმიანობას ეხება. ანაზღაურება განისაზღვრება მოგებული გრანტის მიხედვით.
➡️Დაინტერესებულმა კანდიდატმა CV და სამოტივაციო წერილი უნდა გადმოაგზავნოს არაუგვიანეს 15 სექტემბრისა: geoyata@gmail.com
🔷სამოტივაციო წერილი (250-300 სიტყვა) უნდა პასუხობდეს კითხვებს:
🔘 რატომ ხართ დაინტერესებული ორგანიზაციის საქმიანობით?
🔘 რატომ გსურთ აღნიშნული პოზიციის დაკავება?
🔘გქონიათ თუ არა გამოცდილება პროექტების დაორგანიზებისა და გრანტების წერის მიმართულებით?
🌟საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგზარდული ასოციაცია გისურვებთ წარმატებას!