ახალგაზრდული ორგანიზაციების მდგომარეობა საქართველოში
კვლევის ანგარიში
კვლევა მომზადდა საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს დაკვეთით პროექტის - „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს განვითარების ფონდის მიერ.
ახალგაზრდული ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც ახალგაზრდების, ასევე, მთლიანად საზოგადოების განვითარების პროცესში.
ახალგაზრდული ორგანიზაციები ქმნიან ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირების ეფექტიან პლატფორმას, ხელს უწყობენ ახალგაზრდებში საკვანძო უნარ-ჩვევების განვითარებას, ინფორმაციის გავრცელებას, აქტიურ მოქალაქეობასა და მონაწილეობას, უზრუნველყოფენ ახალგაზრდული საქმიანობის და არაფორმალური განათლების სერვისის მიწოდებას. ახალგაზრდული ორგანიზაციების საშუალებით ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ჩამოაყალიბონ ფართო და მრავალფეროვანი სოციალური კავშირები, დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები სხვადასხვა ორგანიზაციასთან და ჯგუფთან, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას და მათ კეთილდღეობას.
გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია აკისრიათ, აუცილებელია ახალგაზრდული ორგანიზაციების შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესწავლა. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს ინიციატივით, ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის - „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია“ ფარგლებში, ხორციელდება საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაციების მდგომარეობის შესახებ კვლევა, რომლის ფოკუსს წარმოადგენს:
-საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაციების არსებული რესურსების, სტრუქტურისა და მუშაობის სისტემის მოკლვევა;
-საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოწვევებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება.
დეტალურად კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ დოკუმენტში.