„ახალგაზრდები საზოგადოებრივი ინტერესებისთვის“ აცხადებს მიღებას, ორ დღიან Workshop-ში მონაწილეობისთვის, რომელიც ჩატარდება 22-23 მაისს, ქ.ბათუმში.
Workshop-ში მონაწილეობა შეუძლიათ ქ. ბათუმის მასშტაბით, ახალ რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს და ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობა.Workshop-ის ფარგლებში მონაწილეები :
- გაეცნობიან არასამთავრობო სექტორის მუშაობის სტრუქტურას;
- გაეცნობიან სტრატეგიის დოკუმენტის ჩარჩოს;
- გაეცნობიან ციფრულ ხელსაწყოებს, რომლის გამოყენებასაც შეძლებენ სამუშაო პროცესში;
- მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს და რეკომენდაციებს დონორებთან ურთიერთობის და დაფინანსების მოპოვებისთვის;
Workshop-ში მონაწილეობისთვის, გთხოვთ შეავსოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა 18 მაისის ჩათვლით .